ავიაკომპანია Wizz Air-ში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების გადადება და გაუქმება თვითმფრინავების ძრავების შემოწმების პროცესს უკავშირდება. „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ შეჩერებული ავიამიმართულებები“, - ასე პასუხობს bmg-სთან ინტერვიუში Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი კითხვას, როდის მოგვარდება ფრენებთან დაკავშირებული პრობლემა. რაც შეეხება ბოლო პერიოდში ბილეთების გაძვირების საკითხს, ავიაკომპანიაში ერთ-ერთ მიზეზად გაზრდილ მოთხოვნას ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ Wizz Air-სთვის ავიაბილეთების ხელმისაწვდომობა კვლავ პრიორიტეტი რჩება. რა გეგმები აქვს ავიაკომპანიას საქართველოში და გეგმავს თუ არა ის ზაფხულში ევრო 2024-სთვის დამატებითი რეისების დანიშვნას გერმანიის მიმართულებით?
ჟაჟა ტრუბეკი - Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი;