ხვალიდან მოყოლებული შემდეგი პარასკევის ჩათვლით, მთელი კვირის განმავლობაში ინვესტორების ყურადღების ცენტრში საბანკო-საფინანსო სექტორი იქნება, რადგან ფინანსური ანგარიში უნდა წარმოადგინონ ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიც არიან: Bank of America, Monrgan Stanley, Goldman Sachs და Blackstone. გარდა ამისა, კვარტალურ შედეგებს გაგვაცნობენ: LVMH, J&J, P&G, Netflix, Nestle და ASML.
მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ჩინეთი იქნება, რომელიც არაერთ კრიტიკული მნიშვნელობის ინდიკატორს გაგვაცნობს. პირველ რიგში, შევიტყობთ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის შედეგებს. სავარაუდოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 5%-ით იქნება გაზრდილი.