საქართველოში არსებული კურორტები უმეტესად ქაოტურად ვითარდება, რაც ან გენგეგმების არარსებობას ან არსებულის დარღვევებს უკავშირდება. არასწორი განაშენიანება კი თავის მხრივ ქვეყანაში განვითარებული, მდიდარი ტურისტების შემოსვლას აფერხებს. ასეთ პირობებში ნაკლებია ტურიზმის სფეროში უცხოური ინვესტიციების ჩადების სურვილიც. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ მხრივ როგორც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის დანაკარგები გრძელვადიან პერიოდში გაცილებით დიდი და საგრძნობი იქნება.