მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს “ევექსი ჰოსპიტლების” კლინიკური "ბორდები"?

BM.GE
02.03.21 11:50
716
ჯანმრთელობის უფლება უნივერსალურია დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის - განურჩევლად ეროვნების, რასის, ეთნიკური კუთვნილების, ასაკის, სქესის, სოციალური სტატუსისა. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი სამედიცინო მომსახურება. ჯანმრთელობა ეს ის თემაა, რომელთან დაკავშირებითაც თითოული ჩვენგანი ნებისმიერი მომსახურების მიღებისას, რომელსაც ჩვენვე ვირჩევთ, ყოველ ჯერზე ვცდილობთ გავიგოთ უფრო მეტი და მათ შორის იმაზე მეტიც ვიდე ეს მხოლოდ ერთი ქვეყნის საზღვრებში ეტევა. ბერჯერ ყოფილა შემთხვევა ალბათ, როცა რომელიმე დასკვნის გადასამოწმებლად, რაც უნდა კვალიფიციური მედიკოსისგან იყოს ის ხელმოწერილი პაციენტები ან პოტენციური პაციენტები ხარჯავენ დროს, თანხებს და ენერგიას იმისთვის რომ ყველაზე ძვირფასი ჯანმრთელობა მაქსიმალურად, საუკეთესო მკურნალობით იყოს დაცული.

აღდგენად რესურსებთან ერთად ასეთი შემთხვევების დროს ყველაზე ძვირფასი მაინც დროა რომელიც ზოგჯერ კრიტიკულ როლს თამაშობს. ასეთ რეალობაში კი სივრცე სადაც სამკურნალო დაწესებულება თავად უზრუნველყოფს კლინიკური ბორდების დახმარებით სრულფასოვან სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს ჩართულობას უმნიშვნელოვანესია. თავად კლინიკური საბჭო, ეს არის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტთა გუნდი, რომელიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. თითოეული საბჭო სხვადასხვა მიმართულების ექიმებისგან კომპლექტდება და უახლესი გაიდლაინების შემუშავებასა და პაციენტების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

ამ პრინციპებით მუშაობენ ევექს ჰოსპიტლებში სადაც, სულ 6 კლინიკური ბორდი მოქმედებს და მაში ადგილობრივ მედიკოსებთანე რთად საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმებიც არიან ცართულები. პირველადი შედეგები როგორც თავად ამბობენ უკვე არის.

სტუმრები: მამუკა ჩხაიძე - "ევექსი ჰოსპიტლების" დირექტორის მოადგილე კლინიკური მიმართულებით;
ზაზა უჯმაჯურიძე - ონკოლოგი, სხივური თერაპევტი, ონკოლოგიური ბორდის თავმჯდომარე



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები