მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მედიის თავისუფლებაზე?

6418ae68325d8
ალა ისპირიანი
20.03.23 23:00
709
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების პრაქტიკის 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა თემებთან ერთად, საქართველოში არსებული მედიაგარემო მიმოიხილა. კერძოდ საუბარია ნიკა გვარამიას მიმართ 16 მაისის გადაწყვეტილებაზე, როდესაც მას პატიმრობა მიუსაჯეს.

ანგარიში წერია, რომ 42-მა ადგილობრივმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ნიკა გვარამიას პატიმრობა აღიქმება, როგორც გაფრთხილება სხვა დამოუკიდებელი მედიისთვის, რომ შეწყვიტონ მთავრობის საქმიანობის კრიტიკული გაშუქება, შეწყვიტონ სადამკვირვებლო საქმიანობა და თავი შეიკავონ ფაქტების გამჟღავნებისაგან.

"სახალხო დამცველის აპარატმა, ადგილობრივმა სამოქალაქო და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანიის დირექტორს ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სახალხო დამცველის აპარატმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საერთაშორისო ჯგუფებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ), გააკრიტიკეს 16 მაისის გადაწყვეტილება, რა დროსაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს," - ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა მედია სააგენტო BMG-ის ჟურნალისტის, თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე არდაშვების ფაქტი, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, ორგზის დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები