გუშინ, 20 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგა. შედეგად, მსოფლიო პრესის ყურადღება
The Guardian
ინაუგურაციის სიტყვაში ტრამპმა ომი გამოაცხადა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც დღევანდელი ცივილიზაცია წარმოადგენს. პრეზიდენტ ტრამპს - მოგვიწევს ამ გამაღიაზიანებელ სიტყვათა შეთანმებასთან შეგუება - არ უთქვამს არცერთი სიტყვა, რომელიც უკვდავი დარჩებოდა. მისი სიტყვები არ გადაეცემა თაობიდან თაობას, როგორც ეს იყო ლინკოლნის, რუზველტის, კენედის და რეიგანის შემთხვევაში. ყველაფერთან ერთად, მისი გამოსვლა ამაზე უფრო მკაფიო ვრე იქნებოდა -ის მოვიდა იმისთვის, რომ გაანადგუროს მოჩვენებითი ერთიანობა, რომელიც უნდა არსებობდეს ხელისუფლების გადაცემისას. ტრამპის გამოსვლა იყო მწარე, ტრაბახა და ბანალური. გამოსვლა მიმართული იყო ამომრჩევლისკენ, რომელმაც მას დაუჭირა მხარი და არა მათკენ, რომლებიც მის წინააღმდეგ იყვნენ.
The Federalist
ტრამპმა ომი გამოუცხადა ისტებლიშმენტს. ეს სიტყვა არ ჟღერდა პრეზიდენტის გამოსვლად, რომელსაც სურს დაპირისპირებული მხარეები შეარიგოს. ამის ნაცვლად ინაუგურაცია მოგვაგონებდა ბრძოლის ველს, სადაც მეთაური არ მიიღებს ჯარისკაცისგან არაფერს, გარდა აბსოლუტური გამარჯვებისა.
The New York Times
წვიმის წვეთების ფონზე კაპიტოლიუმის დასავლეთ მხარეს მგომმა დონალდ ტრამპმა აღწერა საშინელი ქვეყნის სურათი, რომელსაც რთული დრო უდგას და რომელიც ექსპლუატირებული და დავიწყებულია ვაშინგტონის ელიტების მიერ და რომლის გავლენაც მსოფლიო ასპარეზზე სუსტდება. ტრამპი მოსახლეობას დაპირდა, რომ ეს ყველაფერი, ბოლოს და ბოლოს, შეიცვლება.
CBS News
ეს კლასიკური დონალდ ტრამპი იყო - მიუღებელი რიტორიკა, რომელიც მთელს მის საარჩევნო კამპანიას გასდევდა, პოპულისტური ლოზუნგი „პირველ რიგში ამერიკა“, თავდასხმა ისტებლიშმენტზე და ქვეყნის მდგომარეობის განსჯა. ის პრაქტიკულად არ ესაუბრებოდა მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ იმ ლოგიკით, რომ მან დაკარგა რეიტინგი.
BBC
ბრიტანული გამოცემა BBC 8 მიზეზს ასახელებს, რის გამოც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ისტორიულია.
1- დონალდ ტრამპი ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია
2- ის პირველი მილიარდერი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში
3- ტრამპის კაბინეტი უმდიდრესია მსოფლიოს მასშტაბით, რადგანაც კაბინეტის წევრები მილიონერებისა და მილიარდერებისგან შედგება
4- ტრამპს მცირე პოლიტიკური გამოცდილება აქვს
5- ამერიკის პრეზიდენტს ყველაზე გავლენიანი შვილები ჰყავს
6- თეთრი სახლი ცხოველის გარეშე - როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტი იქნება ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში, რომელსაც ცხოველი არ ეყოლება
7- პრეზიდენტი, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ გამოდის
8- პირველი ლედის პირველობა ეჭვქვეშაა - მელანია ტრამპი დონალდ ტრამპის პირველი მეუღლე არაა. ასევე ის გამოირჩევა იმით, რომ მისი სახით ამერიკას პირველად ეყოლება სლოვენიელი პირველი ლედი

























