DCFTA-ის მოლაპარაკებების პროცესში ქართულმა მხარემ მიაღწია შეთანხმებას ევროკავშირთან სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით. კონკრეტულად, ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა ევროკავშირის ბაზარზე.
მნიშვნელოვნად გამარტივდა, ასევე, საქართველოდან მომსახურების ექსპორტი ევროკავშირში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ექსპორტის ყველაზე დიდი წილი დსთ-iს ქვეყნებზე მოდის, 2012 წლიდან მოყოლებული მზარდია ექსპორტის მაჩვენებლები ევროკავშირის ქვეყნებში.
2012 წელს საქართვლოდან ევროკავშირში 352,9 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ ხუთეულში პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები (57,224.6 $), მეორე ადგილზეა მადნები და სპილენძის კონცენტრატები (53, 535.0 $). თხილი და სხვა კაკალი (51,078.5$) სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში მესამე ადგილზეა. ხუთეულში შედის ასევე მინერალური და ქიმიური სასუქები (40,832.7$) და ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები (26,753.9$).
2013 წელს საქართველოდან ევროკავშირში განხორციელებული ექსპორტი 607,2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ექსპორტირებული საქონლის ტოპ ხუთეული იგივე დარჩა, თუმცა სასაქონლო ჯგუფებმა პოზიციები შეიცვალა. 2013 წელს ევროკავშირში 161,632.7 მილიონი დოლარის მადნების და სპილენძის კონცენტრატების ექსპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა გადაინაცვლა თხილმა და სხვა კაკალმა (116,438.8 $). ქიმიური და მინერალური სასუქები (51,673.1 $) მესამე პოზიციაზეა, მას მოჰყვება მსუბუქი ავტომობილები 51,558.5$) და ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები (40,713.6$).
2014 წელს ევროკავშირში ექსპორტი კვლავ გაიზარდა და 624,2 მილიონი დოლარი შეადგინა. წინა წლების მსგავსად იგივე დარჩა იმ სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალი, რასაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში ყიდის. ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების ხუთეული ასე გამოიყურება:
მადნები და სპილენძის კონცენტრატები (180,164.3 $)
თხილი და სხვა კაკალი (143,613.5 $)
ნავთობი და ნავთობპოდუქტები, (33,167.3$)
მსუბუქი ავტომობილები (32,567.3$)
ქიმიური და მინერალური სასუქები, აზოტოვანი (32,258.0$)
2015 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდის ტემპი შენარჩუნდა და 645,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებში რადიკალური ცვლილებები არ განხორციელებულა, თუმცა ტოპ ხუთეულს დაემატა ფეროშენადნობები.
სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში პირველ ადგილზე კვლავ მადნები და სპილენძის კონცენტრატებია (153,098.0$). ნომერ მეორე საექსპორტო პროდუქტი თხილი და ხვა კაკალია (149,228.7$), მესამე პოზიციაზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები (77,865,2$). მას მოჰყვება მინერალური და ქიმიური სასუქები (65,880.6$) და ფეროშენადნობები (21,037.5$).
2015 წელთან შედარებით 2016 წელს ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა და 565,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების ტოპ ხუთეული ასე გამოიყურება:
მადნები და სპილენძის კონცენტრატები-(166,933.5$)
თხილი და სხვა კაკალი-(146,066.2$)
ნავთობი და ნავთობპროდუქტები-(26,799.8$)
მინერალური და ქიმიური სასუქები-(24,109.3$)
ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები-(21,846.7$).
გასულ წელს ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა. 2017 წელს საქართველოდან ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანაში 655,1 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა. მადნები და სპილენძის კონცენტრატები(253,502,4$) კვლავ საექსპორტო პროდუქციის ტოპ ხუთეულში პირველ ადგილზეა. თხილი და სხვა კაკალი (54,203.4$) მეორე პოზიციაზეა, მას მოჰყვება ქიმიურ და მინერალურ სასუქები (43,717.9$), ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები (32,164.0$). ხუთეულში გადაინაცვლა ნავთობმა და ნავთობპოდუტებმა (29,711,1$).
რაც შეეხება 2018 წლის 10 თვის მონაცემებს, ევროკავშირში უკვე გავიდა 599,7 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი.
სასაქონლო ჯგუფების ტოპ ხუთეული კი ასე გამოიყურება:
მადნები და სპილენძის კონცენტრატები-(253,144.4$)
მინერალური და ქიმიური სასუქები-(42,200.8$)
ეთილის სპირტი, სპირტიანი სასმელები-(40,421.1$)
თხილი და სხვა კაკალი-(28,883.3$)
ნავთობი და ნავთობპროდუქტები-(28,378.4$).