მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას ყიდის საქართველო საზღვარგარეთ - ინფოგრაფიკა

5a3d5ed2533cd
BM.GE
23.12.17 10:00
1744
2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9563.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.9 პროცენტით მეტია; სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 2439.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7124.1 მლნ. აშშ დოლარს (8.8 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 4684.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1871.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის იანვარ-ნოემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 379.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.5 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 285.4 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.7 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 197.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.1 პროცენტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები