მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ყიდულობდნენ "ვესტელში" 2022 წელს ყველაზე ხშირად?

63bb0c9cc15c0
თათია კაკიაშვილი
08.01.23 23:35
909
გასული, 2022 წელი საოჯახო ტექნიკის კომპანია „ვესტელისთვის“ გაყიდვების მაღალი მაჩვენებლებით დასრულდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიზეზი ქვეყანის ეკონომიკური ზრდა, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა მატება და პანდემიის გავლენის დასრულებაა. 

"ვესტელის" გაყიდვების მენეჯერის ოთარ ოქროჯანაშვილის BM.GE-სთან ამბობს, რომ გასულ წელს მომხმარებელი ყველაზე მეტად მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას - ტელევიზორებს, სარეცხის მანქანას და მაცივარს ყიდულობდა.

„ჩვენთან ყველაზე ხშირად ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და მაცივარი იყიდება. ეს ტოპ-სამეულია, რომელიც მომხმარებელში ყველაზე მეტად მოთხოვნადია. ამ სამეულს მოჰყვება ჩასაშენებლი ტექნიკა, რაზეც სხვათა შორის, ბოლო წლებში მოთხოვნამ მოიმატა. თუ ადრე ცალკე მდგომ სოლო გაზქურებზე იყო მოთხოვნა, ბოლო 4-5 წელია, მომხმარებელში ჩასაშენებელი ტექნიკა ბევრად პოპულარულია“, - განაცხადა ოთარ ოქროჯანაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, სტატისტიკურად, განვადებაზე გაყიდვების მხოლოდ 25-26% მოდის.

„პირდაპირი გადახდების წილი აშკარად ძალიან მაღალია. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მეტი თანხა მოძრაობს და ფულადი რესურსი მეტია იმისთვის, რომ ადამიანებს ტექნიკის განვადების გარეშე შეიძინონ“, - დასძინა ოქროჯანაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია „ვესტელი“ საქართველოში 9 ქსელური მაღაზიითაა წარმოდგენილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ საკუთარი ქსელის გარდა, „ვესტელს“ პარტნიორებიც ჰყავს, სადილერო ქსელი, რომელიც მთელ რეგიონშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, კომპანია დამატებით 17-18 ინტერნეტ მაღაზიასთანაც პარტნიორობს, რაც ნიშნავს იმას, რომ „ვესტელის“ ტექნიკა სხვადასხვა პლატფორმაზე იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები