„რასაკვირველია, ლარი წამოვა ქვემოთ და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, ეს მოხდება უახლოეს დღეებში და კვირებში”, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ გაუფასურებულმა ლარმა დააგვიანა გამყარებისკენ სვლა, რაც მისი ორგანული და ბუნებრივი მდგომარეობაა, ეროვნულმა ბანკმა შეიძლება მოახდინოს ჩარევა ე.წ. ინტერვენცია, რათა ბაზარს მისცეს სიგნალი და პანიკა და ზედმეტი სპეკულაციებისთვის სივრცე მაქსიმალურად შეამციროს.
“ნებისმიერ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ჩაერევა თუ არა, ლარი მაინც დაიწყებს გამყრებას, ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობააა. დღეს ისაა არაბუნებრივად - ზედმეტად გაუფასურებულია. ეს მოვლენა უკავშირდება, რა თქმა უნდა, ბოლოდრონიდელ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს“, - აცხადებს მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 დოლარი ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 97 თეთრია. როგორც ცნობილი გახდა, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.
„საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

























