მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაში არ ეთანხმებოდა კახა კუჭავა გიორგი ქობულიას?

5cbb27cfb03a6
თათია ჩაფიჩაძე
21.04.19 10:20
912
„რაშიც არ დავეთანხმები ეკონომიკის მინისტრს (უკვე ყოფილი მინისტრი), არის ის, რომ გამარტივდა ლიზენციის მიღება“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი კახა კუჭავა გიორგი ქობულიას მიერ წიაღის სექტორში პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით, გადაცემა „Forbes კვირაში“ გაკეთებულ განცხადებას.

საკითხი ლიცენზიის მიღების პროცეურების გამარტივებას ეხება.

კუჭავა აცადებს, რომ თანხის შემცირება პროცესს არ ცვლის და აუცილებელია, საერთაშორისო პრინციპებზე დროული გადასვლა.

„საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, სადაც EBRD არის მთავარი დამფინასებელი და ასევე "ადამ სმიტ ინტერნეიშენალი“, რომელიც დახმარებას გვიწევს ამ პროცესის წარმართვაში. დიდი სამუშაო უკვე ჩატარდა, პორტალი უკვე არსებობს, სადაც მარტივად შეგვიძლია ვიპოვოთ ოქროს და სპილენძის საბადოები რეგიონების მიხედვით, თუმცა რაშიც არ დავეთანხმები მინისტრს არის, ის, რომ გამარტივდა ლიზენციის მიღება. ის რომ 500 ლარი იყო ჰექტარზე და ჩამოვიდა 50 ლარზე, შეიძლება თანხობრივად მარტივი გადასახდელია, მაგრამ პრინციპი რაც არსებობს, მიუღებელია. უნდა გადავიდეთ საერთაშორისო პრინციპზე. ანუ ის, ვისაც აქვს და აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს და მოთხოვნებს, მან უნდა შეძლოს ამ საბადოს დროში დამუშავება. მათ უნდა მიეცეთ უფრო გამარტივებული ფორმით ლიცენზია და შემდეგ უკვე ძლიერი კონტროლი მოხდეს იმის, თუ რამდენად სწორედ ხდება პირველ რიგში გეოლოგიური სამუშაოები და შემდეგ საბადოს დამუშავების და განვითარების პროცესი. ერთი კანონი არაფერს უშველის, მთავარია, სექტორის საქმიანობის თვისობრივი ცლვილება“, - აღნიშნა მან.

„საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას კუჭავამ განაცხადა, რომ კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე პროცესი დასრულდება.

„თითქმის ყველა კომპანიაში შემორჩენილია საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდები. სამწუხაროდ, კომპანიებს არ მოეთხოვებოდათ გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული ნორმების დაცვა, თუმცა ჩვენს ხელისუფლებსაც დააგვიანდა იმ საკითხების მიღება. კარგი მაგალითი გვაქვს ბოლნისის რაიონში, სადაც 10 მლნ-ზე მეტია შესაბამისი სამუშაოს განხრციელებაზე დახარჯული, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა არ უნდა იყოს და ეს უნდა გახდეს ყველასთვის სტანდარტი. წელს, წლის ბოლომდე გვექნება კანონმდებლობა, რომლითაც ყველა იხელმძღვანელებს. არ ვგულისხმობ მხოლოდ კანონს, აღსრულების ნაწილში კარგად გათვლაა საჭირო რა ეტაპებს მოვიცავთ და რა პერიოდულობით შევიტანთ. ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ სექტორი, რომელიც დიდ როლს თამაშობს ქართულ ეკონომიკაში, დადგეს ფეხზე“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები