მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაში დაეხმარება RIA აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას? - სოსო ფხაკაძის მოლოდინი

5cacc1a02ff77
თელარა გელანტია
09.04.19 21:45
503
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, რეგულირების გავლენის შეფასების დანერგვა როგორც საკანონმდებლო ხელისუფლებას, ასევე - აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელს შეუწყობს ისეთი კანონების მიღებაში, რომლებიც პრაქტიკაში იმუშავებს და ბიზნესს განავითარებს.

ამის შესახებ ფხაკაძემ „საქმის კურსის“ ეთერში ნორმატიული აქტების შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილი იმ ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, კანონპროექტთა გარკვეული ნაწილის განხილვისთვის RIA-ს შეფასება სავალდებულო ხდება, მაგრამ ეს ვალდებულება პარლამენტარების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე არ გავრცელდება.

„ჩვენ, პირველ რიგში, ჩართული ვართ კანონმდებლობის დამუშავების პროცესში, არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ის ხელს შეუწყობს როგორც - საკანონმდებლო ხელისუფლებას, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას ისეთი კანონების მიღებაში, რომლებიც პრაქტიკაში იმუშავებს და ბიზნესს განავითარებს. ბიზნესის განვითარება არის მთავარი საწინდარი ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს ბუნებრივია, თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები