მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში დაიხარჯება თელავის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი?

პლატონ კალმახელიძე

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ნახევარი მილიონი თელავში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზების, სკვერების, გარე განათების ქსელისა და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ განაცხადა, თანხით თელავის ხევის მიმდებარედ დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოები მოიცავს გზებისა და სკვერების აღდგენას, ასევე გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას.

ამასთან, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი თანხა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის სათავე ნაგებობებისა და გამანაწილებელი ქსელის აღდგენასაც მოხმარდება.

„სამუშაოები ჩატარდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, იმისათვის, რომ ქალაქად თუ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დავუბრუნოთ აღდგენილი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 500 000 ლარი გამოიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები