მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში დაიხარჯება მერიის ბიუჯეტში ტრანსპორტის განვითარებისთვის გამოყოფილი 10 მლნ ლარი?

6002b2d50bf44
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.21 16:18
939
თბილისი მერიის 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც თბილისის საკრებულომ დაამტკიცა 1.050 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც ტრანსპორტის განვითარებისთვის 10.2 მლნ ლარია გამოყოფილი.

როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა BMG Drive-ში აღნიშნა, ეს თანხა სრულად საოპერაციო ხარჯებს მოხმარდება.

„ამაში არ შედის არც მიკროავტობუსები, არც ავტობაზები, არც ჭკვიანი შუქნიშნები და არაფერი. ეს წმინდად საოპერაციო ხარჯებია, იმისთვის, რომ თუ საჭირო გახდება, შუქნიშნების შეკეთება, საგზაო ნიშნების დაყენება, კვლევის გაკეთება, მწოლიარე პოლიციელის მოწყობა, დახაზვითი სამუშაოები იქნება თუ ა.შ. ამ ტიპის სამუშაობს მოხმარდება“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები