მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში დახარჯავს ქართული სტარტაპი Pulsar AI $1.2 მლნ-ის მოზიდულ ინვესტიციას

5dcd521d1be39
ლევან თაღიაშვილი
10.11.19 11:05
6444
ქართულმა სტარტაპმა "Pulsar AI" სილიკონ ველიდან $1.2 მლნ-ის მოზიდვა შეძლო. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სოფო ჭყოიძე ამბობს, ინვესტორების სიას ქართველი და ამერიკელი Angel ინვესტორები და ვენჩურული ფონდები შეადგენენ, მათ შორის: Ridge Ventures, 122West VC, Great Oaks VC, ამერიკაში ცნობილი პოლიტიკური კონსულტანტი მაიკ მერფი, Great Oaks VC, Ten Eighty Capital და ა.შ. მისივე თქმით, მიღებული ინვესტიცია კომპანიისთვის ამერიკის ბაზარზე ბიზნეს-ოპერაციების გამართვისა და საქართველოში არსებული გუნდის მიერ ტექნოლოგიის განვითარების საშუალება იქნება.



„მოლაპარაკებები გვქონდა სხვადასხვა წამყვან ვენჩურულ ფონდებთან და “Angel” ინვესტორებთან. Startup Grind-ის კონფერენციის ფარგლებში შევხვდით ჯორჯ არისონს, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერია. პულსარისა და ჯორჯის პარტნიორობის შედეგად შეიქმნა პროდუქტი: კომუნიკაციის ავტომატიზაცია ავტოინდუსტრიაში. ამ კოლაბორაციის და აქტიური მუშაობის შედეგად შევქმენით პირველადი პროდუქტი, რომელიც პოტენციურ ინვესტორებს გავაცანით. მათი დაინტერესების შედეგად კი 4 თვეში $1.2 მილიონი მოვიზიდეთ“ - ამბობს ჭყოიძე.

კომპანია დაარსების მომენტიდან, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. თავდაპირველად Pulsar AI კომპანიებისთვის, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამულ გადაწყვეტილებებს ქმნიდა, 2018 წლიდან კი ბიზნესის SaaS (Software as a Service- კლიენტებისთვის არსებული პროგრამული გადაწყვეტილებების სერვისად მიწოდების მოდელი) მოდელზე გადავიდა.



„დაარსების მომენტიდან პულსარის მთავარი აქცენტი ყოველთვის იყო კვლევაზე, მათ შორის ბუნებრივი ენის მანქანური დამუშავების მიმართულებით. გამომდინარე იქედან, რომ ქართული ენისთვის პულსარამდე არ არსებობდა მსგავსი ტექნოლოგიები, ჩვენ მოგვიწია სიღრმისეულად შეგვესწავლა ყველა ის მიდგომა რომლითაც ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP) ხდებოდა იმ ენებისათვის, რომლისთვისაც უკვე არსებობდა ეს ტექნოლოგიები. შესაბამისად, ქართული ენის NLP შექმნის პროცესში ასევე დავაგროვეთ გამოცდილება ინგლისური ენის NLP მიმართულებით, რაც დღესდღეობით ჩვენი კომპანნიის ერთერთი მთავარი უპირატესობაა. ამჯერად, ჩვენი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ავტომობილების დილერებს ყველაზე მტკივნეული და რთული პროცესი - მანქანის ყიდვისა და გაყიდვის დროს მომხმარებელთან კომუნიკაცია ავტომატური გახადონ.“ - ამბობს ჭყოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები