მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული თანხების უმეტესობა იურიდიული, ფინანსური, საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურების, ასევე საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარჯებია. კერძოდ, ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 9 თვეში ათვისებული თანხებიდან ამ მიზნებზე მთლიანი მოცულობის 45.1% დაიხარჯა, რაც 11.2 მლნ ლარს შეადგენს.
თანხების 12.5%, ანუ 3.1 მლნ ლარი სხვა სპეციფიური ხარჯების დაფინანსებას მოხმარდა.
10.4%, ანუ 2.6 მლნ ლარი კულტურული, სპორტული, საერთაშორისო, ტურიზმის ხელშეწყობისა და სხვა მსგავსი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდა.
11.6%, - ანუ 2.9 მლნ ლარი ინფრასტრუქტურული და სოციალური ტიპის ხარჯებია.
9.1% მოდის მხარჯავი დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების, საჯარო მომსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების და მიმდინარე საჭიროებების დაფინანსებაზე.
თუ რაში დაიხარჯა დარჩენილი 11.2%, ანუ 2.8 მლნ ლარი საიდუმლოა.
საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად“ .

























