მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში შეიძლება დრონების გამოყენება? – TECH INFORM

missiyaaaa

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ყოველწლიურად სულ უფრო მეტად იზრდება უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობები. დრონების მწარმოებელი ქართული კომპანიის, „მისიას“ ინჟინერმა, დავით ნაკაშიძემ TECH INFORM-ში უპილოტო საფრენი აპარატების პრაქტიკულ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, დრონების გამოყენება ორი ძირითად მიმართულებით - პირადი და კორპორაციული მიზნებითაა შესაძლებელი. პირადი გამოყენება, ძირითადად, რეკრეაციას და ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებას მოიცავს.

რაც შეეხება კორპორაციულ დანიშნულებას, ამ მიმართულებით დრონებს გაცილებით უფრო ფართო შესაძლებლობები აქვთ. პირველ რიგში, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება აქტიურად შეიძლება სასოფლო-სამეურნო საქმიანობაში.

აგროდრონებს მოსავლის შეწამვლის კუთხით ალტერნატიულ მეთოდებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ, რადგან დრონს მცენარესთან ახლოს შეუძლია მისვლა, პროპელერების წყალობით მას გაფრქვევის მაღალი მაჩვენებელიც გამოარჩევს და, რაც მთავარია, ის შესაწამლი ნივთიერების დაზოგვის საშუალებასაც იძლევა.

დავით ნაკაშიძის თქმით, დრონის დახმარებით თითქმის 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო ნაკლები შესაწამლი ქიმიური ნივთიერებაა საჭირო, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

აგროდრონებთან ერთად, კომპანია Missiya სამაშველო დრონების წარმოებაზეც აქტიურად მუშაობს. ამ კატეგორიის დრონს შემთხვევის ადგილზე მედიკოსის მიყვანა და საკაცის მეშვეობით დაზარალებული პირის უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა შეუძლია, რაც განსაკუთრებით ეფექტიანი მაღალმთიან რაიონებში სამაშველო ოპერაციის ჩატარებისას იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები