მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში ხარჯავენ დროსა და ფულს ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

5e160f3ec5f9c
ნათია თაქთაქიშვილი
09.01.20 00:15
1519
Forbes-ის Real-Time Billionaires Index-ის მიხედით, ამერიკის 5 ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის ქონება ჯამურად 28.5 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. მათგან ყველაზე ახალგაზრდა კაილი ჯენერია, რომელმაც ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი კომპანიიდან Kylie Cosmetics-იდან მიიღო, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მეორე ახალგაზრდა მილიარდერი კი Snapchat-ის თანადამფუძნებელი ევან სპიგელია, მისი ქონება კი 3.6 მილიარდს აღწევს. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი კაილი ჯენერი მისი ქონების დიდ ნაწილს ხარჯავს ახალ სახლებზე, ძვირფას მანქანებსა და დასვენებაზე, რომელსაც ძირითადად თავის პატარა გოგონასთან ერთად ატარებს.

იგი საკუთარი სიმდიდრის აფიშირებას არც სოციალურ ქსელში ერიდება, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მან საკუთარი იუბილეს აღსანიშნავად განსაკუთრებული იახტა დაიქირავა, რაშიც 200 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.

კაილი ჯენერი 4 ძვირად ღირებულ სახლს ფლობს კალიფორნიაში, ჰერმესის ჩანთების უძვირფასეს კოლექციას და ხშირად ანებივრებს პატარა ქალიშვილს სხვადასხვა ძვირად ღირებული ნივთითაც, ცოტა ხნის წინ კაილიმ შვილს "ლუი ვუიტონის" 12,000 დოლარად ღირებული სკეიტბორდი აჩუქა. კაილი ჯენერის გოგონას აქვს Fend-ის ფირმის ეტლი და პამპერსების შესანახი ჩანთაც, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება Snapchat-ის თანადამფუძნებელ ევან სპიგელს, რომლის ქონებაც 3.6 მილიარდს აღწევს, იგი დაქორწინებულია მოდელ მირანდა კერიზე და მათი საერთო სახლის ღირებულება 12.5 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. სახლი კალიფორნიაში მდებარეობს.

სანდო წყაროზე დაყრდნობით, წყვილი ასევე ფლობს ძვირად ღირებულ კოტეჯს მალიბუზე, რომელიც კერიმ 2.15 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

სპიგელმა თანხები არ დაზოგა საქორწინო ბეჭდის შეძენაზეც, რაშიც 100,000 აშშ დოლარი გადაიხადა. ხოლო ახალდაქორწინებულებმა თაფლობის თვე ფიჯის კუნძულზე გაატარეს, სადაც კოტეჯის ღირებულება 4 ღამის გატარების შემთხვევაში 6000-იდან 60 000 დოლარამდე მერყეობს.

კაილი ჯენერის მსგავსად ევან სპიგელიც არ ზოგავს თანხებს იახტით ვოიაჟებზე, რაც დაახლოებით კვირაში 967,415 აშშ დოლარი ჯდება.

გამოცემამ ასევე გამოიკვლია რაში ხარჯავს ფულს Forbes-ის Real-Time Billionaires Index-ის მესამე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ბობი მერფი, იგი ევან შპიგელის ბიზნესპარტნიორია და Snapchat-ის თანამფლობელი. მისი ქონება 3.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და იგი თანხებს არ ზოგავს უძრავ ქონებაზე. მან 30 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება შეიძინა.

33 წლის ლუკ ვოლტონი კი, რომელიც Walmart-ის დამფუძნებლის შთამომავალია, 18.2 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობს. ქონება მან მამამისის დაღუპვის შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო. ლუკ ვოლტონი ნაკლებად წყალობს მედიას და არ არის ცნობილი რაში ხარჯავს ის შემოსავლების დიდ ნაწილს.

და ბოლო, 34 წლის ხულიო მარიო სანტო დომინგოს ქონება 1.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. იგი დიჯეია, ხოლო შემოსავლების დიდი ნაწილი მას ბაბუისგან ერგო, რომლიც ლუდის ინდუსტრიას აკონტროლებდა კოლუმბიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები