მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაში ხარჯავენ ყველაზე მეტს ქართველები შიდა ვიზიტებისას?

5b27745c78f08
თამუნა დემეტრაშვილი
18.06.18 12:58
575
შიდა ვიზიტებისას ყველაზე მეტ ფულს საქართველოში საყიდლებზე ხარჯავენ. საქსტატის მონაცემებით, ვიზიტების საშუალო თვიურ ხარჯში საყიდლებზე 38,8 ლარი მოდის, რაც მთელი ხარჯის თითქმის მესამედია. მეორე ადგილზე კვებაა, რაც 24 ლარს შეადგენს. საშუალოდ 22,2 ლარს ვიზიტორები გადაადგილებისას, ტრანსპორტში ხარჯავენ. განთავსების ადგილებზე საშუალოდ 4,3 ლარი იხარჯება, ყველაზე ცოტას -2,2 ლარს კი, ვიზიტორები ქვეყნის ფარგლებში მოგზაურობისას გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტული ღონისძიებებზე ხარჯავენ. მთლიანობაში ვიზიტორების საშუალო თვიური ხარჯი 120,3 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები