მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატიანი-ხაზარაძეს: "თუ თქვენ მიდიხართ ანაკლიის პროექტიდან, ვის უტოვებთ საუკუნოვან პროექტს?"

5c7d0eef7dd9e
ელენე გოგბერაშვილი
04.03.19 15:39
933
დეპუტატმა სერგო რატიანმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.

რატიანი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

„სახელმწიფო სახელმწიფო აღარ არის, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინარჩუნებს თანამდებობას. ეს სახელმწიფო სახელმწიფო აღარ არის, თუ დღევანდელი მთავრობა ინარჩუნებს თავის პოზიციას.

ის, რაც დღეს მოვისმინეთ ან ბატონი მამუკა უნდა იყოს ციხეში ან დღევანდელი ხელისუფლების ყველა წევრი უნდა იყოს ციხეში, რომლებმაც მიიღეს ამაში მონაწილეობა.
მესმის, რომ თქვენ გარკვეულწილად უფრთხილდებით ქვეყნის რეპუტაციას, ბანკის რეპუტაციას, დიდი საქმე არის ანაკლია და აქ უკვე ყველა კარტი უნდა იდოს მაგიდაზე. ეს წერილი, არც მიიღეთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, უნდა იყოს გამოქვეყნებული. აქ უბრალოდ სხვა გზა არ არის.

ჩემი კითხვა არის შემდეგი: დღეს ჩანს, რომ თქვენს მიმართ შეტევა ანაკლიის გამო მოხდა. ეს არის მხოლოდ ანაკლია თუ არის სხვა რამეც და ვფიქრობ, ამ მომენტში თქვენ უნდა იყოთ ძალიან ცხადი, კიდევ რა პრობლემები არსებობს და მე ვფიქრობ, თქვენ ზუსტად იცით, რატომ გებრძვით ბიძინა ივანიშვილი. თქვენ როცა ამბობთ, გვითხრან და წავალთ ანაკლიის პროექტიდანო, დღეს თუ თქვენ მიდიხართ ანაკლიის პორტის პროექტიდან, ვის უტოვებთ ანაკლიის მართლაც საუკუნოვან პროექტს?“, - აცხადებს სერგო რატიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები