საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს მიღებული შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები საქართველოს ახალ სამშენებლო კოდექსს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. ის ართულებს ნებართვის მიღების პროცედურებს და ქმნის დაუსაბუთებელი უარების დამაფიქრებელ სტატისტიკას,“ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის პროფესორი კობა ყალიჩავა მიიჩნევს, რომ 41 დადგენილება ამერიკული სამშენებლო ნორმის უხარისხოდ ნათარგმნი ვერსიაა, რომელიც ყველა მხარეს აზარალებს. რას გულისმხობს ახალი სამშენებლო კოდექსის თანაავტორი ამ თემით?
სტუმარი: კობა ყალიჩავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.