მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ აფრთხილებს ჩინეთი მექსიკას?

ტარიფები

მექსიკამ ახალი სატარიფო ინიციატივა წარადგინა. იმპორტზე გადასახადები გაეზრდება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც მექსიკასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება დადებული დღემდე არ აქვს. ვაჭრობის სამინისტროს განცხადების თანახმად, ტარიფები 1,400-ზე მეტ პროდუქციას შეეხება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით მექსიკის ხელისუფლებამ მიზანში ჩინეთი ამოიღო. თუ ტარიფები დაწესდა, მაშინ ჩინური ავტომწარმოებლებისთვის დაწესებული დამატებითი გადასახადი 20%-დან 50%-მდე გაიზრდება და ჯამურად ზეგავლენას $52 მილიარდის იმპორტირებულ პროდუქციაზე იქონიებს.

ოფიციალური მეხიკოს განცხადებით, ტარიფების გაზრდის ინიციატივა საერთო ინდუსტრიული სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერასა და მექსიკელი დასაქმებულების დაცვას ისახავს. ვაჭრობის სამინისტროს განცხადებას ოფიციალური პეკინი უკვე გამოეხმაურა. პრესსპიკერის თქმით, მექსიკამ ინიციატივა უკან უნდა გაიწვიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთი საკუთარი ინტერესებით იმოქმედებს და ტარიფების დაწესებას შესაბამის ეკონომიკურ პასუხს გასცემს.

ოფიციალურ პეკინში მიიჩნევენ, რომ მექსიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება ტრამპის კეთილგანწყობის მოპოვებას და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმების დადების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ შეფასებას ოფიციალური მეხიკო აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ჯერ კიდევ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე იყო გადაწყვეტილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები