მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ აღარ აწარმოებს ზედაზენი Konig Pilsner-ს ?

5ac2427c1ec90
მაია ბიწაძე
02.04.18 19:00
2187
"პილსნერმა თავისი საქმე გააკეთა და ამ ეტაპზე ბაზარს სხვა რამ სჭირდებოდა", - განაცხადა კომპანია "ზედაზენის“ დირექტორმა, კახა კოტრიკაძემ "საქმის კურსის" ეთერში, წამყვანის კითხვაზე საპასუხოდ, თუ რატომ აღარ აწარმოებს კომპანია აღნიშნულ ბრენდს.

"ბაზარზე მოხმარებელი ყოველთვის აკეთებს სელექციას, რომელი ბრენდი უნდა დარჩეს ბაზარზე და რომელი უნდა განვითარდეს. სწორედ ამის გამოძახილი იყო ის, რომ ამ ბრენდის სიახლეთი ჩანაცვლება იყო საჭირო და მომხმარებლის მოთხოვნებზე ადექვატური რეაგირება. ჩვენ შემოვიტანეთ ლუდი "რაგნარი" და კიდევ მეორე ახალი საერთაშორისო ბრენდით ვუპასუხებთ ამ მოთხოვნას, რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში დავაანონსებთ“ - განაცხადა კახა კოტრიკაძემ.

"ზედაზენმა" ბაზარზე ახალი სკანდინავიური ლუდი RAGNAR PILSNER გასულ თვეში გამოუშვა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს პროდუქტი მის პორტფელიოში საპატიო ადგილს დაიკავებს.

რაც შეეხება გერმანულ ბრენდს, Konig Pilsner-ს, მისი წარმოება კომპანია არგომ გასულ კვირას დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები