მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ აღარ მიიჩნევს რომან კაკულია ქობულიას პარლამენტში მისვლას მიზანშეწონილად?

5cd2cdf2d7704
ლიკა გურაბანიძე
08.05.19 16:35
836
„გიორი ქობულიას ვესაუბრე და ვფიქრობ მისი განცხადება თავდაპირველად არასწორად იქნა გაგებული,“ - ასე აფასებს BM.GE-სთან საუბარისას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხს.

კაკულიას განცხადებით, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა მასთან პირად საუბრებში აღნიშნა, რომ პარლამენტში მისვლა 8 თვიანი მინისტრობის პერიოდის შესაფასებლად სურს, რისი მოსმენაც კომიტეტის თავმჯდომარისთვის მიზანშეწონილი არ არის, რადგან გიორგი ქობულიასთან ამ თემაზე კითხვები არ აქვს.

„თემა გაჟღერდა ისე, თითქოს პოსტიდან გადადგომასთან დაკავშირებით დამატებითი განცხადებების გაკეთებას აპირებდა, რაც ჩვენი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, იქნებოდა, მაგრამ ის, რომ მან პარლამენტს ანგარიში მისი გაწეული სამუშაოს შესახებ უნდა წარუდგინოს, ეს სხვა თემაა.

თუ მხოლოდ მისი საქმიანობის შეფასებაა მიზანი, რაც მან დამიდასტურა კიდეც, ამ ნაწილში მასთან შეკითხვები არ მაქვს, ეს პრემიერის პრეროგატივაა,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში ანგარიშით წარდგენის სურვილი გიორგი ქობულიამ კვირას გადაცემა „Forbes კვირაში“, წამყვან გიორგი ისაკაძის ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ გამოთქვა. რამდენიმე დღის წინ კი, ექსმინისტრის პარლამენტში მოწვევის ინიციატივით ოპოზიცია გამოვიდა, რასაც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეც დაეთანხმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები