საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაზუსტებული აღკვეთის ღონისძიების სახე.
აქედან გამომდინარე BM.GE დაინტერესდა, საგამოძიებო უწყება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების რა სახეს ითხოვს-პატიმრობას თუ გირაოს შეფარდებას, რაზეც პროკურატურაში შემდეგი პასუხი გაგვცეს:
„აღკვეთის ღონისძიების სახე არასდროს ზუსტდება. ჩვენ ვამბობთ, რომ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობით მიმართა..."-განაცხადეს პროკურატურაში და დასძინეს, რომ ჟურნალისტები ადგილზე, სასამართლოში არკვევენ, აღკვეთის ღონისძიების სახეს.
აღკვეთის ღონისძიების სახეზე ინფორმაციას არც ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ფლობს.

























