პური არ გაიაფდება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი მცირდება, მწარმოებლები ბაზარზე პურის გაიაფებას არ ელიან. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ფასი, რომელიც ბოლო 2 წელია პურზე ფიქსირდება სტაბილურად შენარჩუნდება. რატომ არ იაფდება პური და რა არის ის ძირითადი ფაქტორები რაც პურის ფასს ადგენს?