მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი მცირდება, მწარმოებლები ბაზარზე პურის გაიაფებას არ ელიან. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ფასი, რომელიც ბოლო 2 წელია პურზე ფიქსირდება სტაბილურად შენარჩუნდება. ჯორჯიან ბეიქერსის თანადამფუძნებლის მიხეილ ფარულავას თქმით, პურის ფასის მდგენელი რამდენიმე ფაქტორიდან მხოლოდ ერთის, პირობითად გაზის გაიაფება პროდუქტის ღირებულებას მნიშვნელოვნად ვერ ცვლის. მისი განმარტებით, როგორც პურზე, ისე საკონდიტრო ნაწარმზე ფასების შემცირება ფქვილის ფასის გამო ვერ ხერხდება. მიხეილ ფარულავა აღნიშნავს, რომ ფქვილის საიმპორტო 100-ლარიანი გადასახადის დაწესებამ ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის ღირებულების შემცირება შეაფერხა, რის გამოც მწარმოებლები პროდუქციაზე ფასებს ვერ ამცირებენ.