მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ იცვლება საექსპორტო პროდუქცია?

BM.GE
20.12.21 15:04
455
საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის 10 თვის მონაცემებიც გამოაქვეყნა. ბრუნვამ თითქმის 13 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელს 25%-ით აღემატება. ექსპორტი თითქმის 27%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 25%-ით გასული წლის 10 თვესთან შედარებით. ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები სასიხარულოა, თუმცა, საინტერესოა, რამდენი მოდის უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში წარმოებულ პროდუციაზე, რადგან საქართველო რეექსპორტსაც ახორციელებს - მაგალითად უცხოეთში ყიდულობს ავტომობილს და სხვა ქვეყანაში ყიდის - მსგავსი შემთხვევები რომ გამოვრიცხოთ, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებს უნდა ჩავხედოთ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მთლიან ექსპორტში ადგილობრივ ექსპორტს თითქმის 74% უჭირავს, დანარჩენი რეექსპორტზე მოდის. 2016 წელთან შედარებით ადგილობრივი ექსპორტი გაორმაგებულია. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად არ არის შეცვლილი ის პროდუქცია, რომელსაც საზღვარგარეთ ვყიდით.

სტუმარი: ანა კვარაცხელია - ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები