მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რატომ არ იღებს ბიზნესი ხმას?"- PSP-ის დამფუძნებლის პასუხი

5c823a3f97d33
თამუნა ქემერტელიძე
08.03.19 14:00
3350
თუ ხაზარაძე-ჯაფარიძის დანაშაული დადასტურდება, მათზე მხოლოდ ფინანსური სანქციები უნდა გავრცელდეს-ასე გამოეხმურა კომპანია პე-ეს-პე-ს დამფუძნებელი და პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ბოლო დროს “თიბისი ჯგუფის” დამფუძნებლების გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ სკანდალები ზედმეტი იყო, თუმცა, კითხვები ორივეს მხარის მიმართ არსებობს.

“რატომ არ იღებს ბიზნესი ხმას? მას თავისი საქმე აქვს, აკვირდება სამართლებრივ პროცესებს, ისინის საზოგადოების წევრები არიან და ელოდებიან”-აცხადებს ოქრიაშვილი.

ამასთან, კომპანია პე-ეს-პეს დამფუძნებელი bmg-სთან საუბარში პოლიტიკოსების იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც კერძო სექტორი მოხსენიებულია, როგორც “ცეხავიკები”. ოქრიაშვილმა პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტარები, უარყოფით კონტექსტში მოიხსენია და განმარტა, რომ უკვე წლებია უყურებს პოლიტკოსებს რომლებიც მსგავს არასწორ განცხადებებს აკეთებენ.

შეგახსენებთ: ორი დღის წინ პოლიტიკურმა გაერთიანება გირჩმა "ქართული ბიზნესის ცნობად და მეტნაკლებად ცნობად" სახეებს მიმართა:

“თქვენ გაქვთ საბჭოთა "ცეხავიკის" ფსიქოლოგია, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების განცდა და ღირსება, და თვლის რომ მისი კეთილდღეობა დღეს პირდაპირპროპორციულია ამჟამინდელი კომპარტიის პირველი მდივნის მისდამი კეთილგანწყობის. სწორედ ასეთი მენტალიტეტის გამო, თქვენ ვერასოდეს გახდებით მართლა თავისუფალი ბიზნესმენები”-ნათქვამი იყო გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები