მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არ მოუსმენს კაკულია ქობულიას? - "მრჩება ეჭვი, რომ პოლიტიკის დოზა გაცილებით მეტია"

5cdad4152a78b
ლიკა გურაბანიძე
14.05.19 20:00
915
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, ხვალ, პარლამენტში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მოსასმენად მისვლას არ გეგმავს.

როგორც BM.GE-ის რომან კაკულიამ განუცხადა, ამ დრომდე იგი პარლამენტში მისვლას გეგმავდა, თუმცა აზრი შეიცვალა, რადგან ფიქრობს, რომ ხვალინდელ შეხვედრას პოლიტიკური მოტივი ექნება.

„გიორგი ქობულიას ჩემ პირად პატივისცემას ვუდასტურებ და მის 8-თვიან საქმიანობას არც ეჭვით ვუყურებ. ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, როგორც ადამიანი, რომელსაც ეკონომიკასთან 8 თვის განმავლობაში შეხება ჰქონდა. მისი აზრი საინტერესო იქნება მომავალშიც, მაგრამ მრჩება ეჭვი, რომ ქობულიას მოწვევის ინტერესში პოლიტიკის დოზა გაცილებით მეტია, ვიდრე - მისი საქმიანობის მოსმენის. სწორედ ამიტომ, ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების სურვილი აღარ მაქვს“, - განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის: საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ხვალ, 13:00 საათზე პარლამენტის შენობის კინოდარბაზში მივა. როგორც დამოუკიდებელმა პარლამენტარმა ლევან კობერიძემ აღნიშნა, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა წერილი გაუგზავნა და პარლამენტში, ღია ფორმატში მისვლა შესთავაზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები