ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის თქმით, რამდენიმე წლის წინ შედგა მასსა და თანაინვესტირების ფონდს შორის შეხვედრა, თუმცა, აზრთა სხვადასხვაობის გამო 4 პროექტის მხარდაჭერა არ მომხდარა.
"ჩვენ ვთქვით, რომ ვითანამშრომლებთ ყველა ფონდთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მათ შორის თანაინვესტირების ფონდთანაც, თუ ექნებოთად მათ სურვილი, რომ გაგვეხორციელებინა პროექტები ერთობლივად. ჩვენ რამოდენიმე წლის წინ, ერთხელ გვქონდა შეხვედრა, მაგრამ რატომღაც ჩვენი აზრები ვერ დაემთხვა ერთმანეთს და ამიტომ მაშინ თანამშრომლობა არ შედგა, მაგრამ ამ ეტაპზე ვმუშაობთ უცხოურ საინვესტიციო კომპანიებთან" - აცხადებს ბიზნესმენი.
შეგახსენებთ, რომ ცეზარ ჩოჩელი 4 ახალი საწარმოს აშენებას გეგმავდა თანაინვესტირების ფონდთან ერთად, ამის შესახებ მას ინდუსტრიულ ფორუმზე 2013 წელს ჰქონდა განცხადება გაკეთებული.

























