მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ წარუდგინეს ბრალი მიქაუტაძეს ლილუაშვილისთვის ქრთამის გადაცემისთვის? - ადვოკატის პასუხი

რომეო მიქაუტაძე

რომეო მიქაუტაძის ადვოკატის ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, თუ ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს და ბრალს აღიარებს, კანონი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ მას ბრალი არ წარუდგინონ. ამის შესახებ ადვოკატმა BM.GE-ს განუცხადა.

საქმე ის არის, რომ 14 აგვისტოს, პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა თქვა, რომ „რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კონკრეტულ ორ შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილმა აიღო ქრთამი“. მისივე თქმით, მოწმემ თავადაც განმარტა, რომ პირადად გადასცა ნაღდი ფული უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილს და დავალებაც მიიღო, რომ თანხა მოეთხოვა მეწარმეებისგან.

ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე ამბობს, რომ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც რომეო მიქაუტაძემ პროცესზე გააჟღერა, მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარდგენილი არ აქვს. ადვოკატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, ნაცვლად მისთვის ახალი ბრალის წარდგენისა.

აქედან გამომდინარე რომეო მიქაუტაძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძისთვის დასმულ BM.GE-ს კითხვას - რატომ არ აქვს ლილუაშვილისთვის მიქაუტაძის მიერ ქრთამის გადაცემისთვის, მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარდგენილი, მისმა უფლებადამცველმა ასე უპასუხა: „ბრალის წარდგენა არწარდგენა პროკურორის უფლებამოსილებაა და ჩვენ ამ საქმეში ვერ ჩავერევით. ამ კითხვის ადრესატი ალბათ, უფრო პროკურატურაა. რაც შეეხება შესაძლო ვარიანტს - რატომ არ წარუდგინეს ბრალი, კანონი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს ქრთამის აღების დანაშაულისას, როდესაც ადამიანი აღიარებს დანაშაულს და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს, ის შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს პასუხისმგებლობისგან.

მე ლილუაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებულ საქმეში ჩართული არ ვარ და დეტალები უცნობია, თუმცა ვვარაუდობ, რომ თუ ბრალი არ წარუდგინეს, ეს იმიტომ რომ ამის უფლებას კანონი იძლევა“, - განმარტა მან და დასძინა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მრავალი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა არც დადებითი და არც უარყოფით პასუხი არ მიუღიათ.

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი სამართალდამცველებმა გასული წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338- მუხლის მე-2 ნაწილისდა მე-3 ნაწილისქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე საქმის ფარგლებში გასული წლის დეკემბერში ბრალი წარედგინა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახაბერ გვანცელაძეს. პროკურატურის ვერსიით, გვანცელაძე .. ატკატების აღების სქემას ხელმძღვანელობდა, სადაც სააგენტოს სხვა თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულნი, ხოლო ლილუაშვილი მას დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ მფარველობდა.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა მინისტრის ყოფილ მოადგილეს 10-წლიანი პატიმრობა 16 მარტს მიუსაჯა. პროკურატურამ მიქაუტაძესთან საპროცესოს გაფორმებაზე უარი თქვა და როგორც მისი ადვოკატი ამბობს, კვლავ მზად არიან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად.

მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194- მუხლის მე-3 ნაწილის "" ქვეპუნქტითა და 332- მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, მიქაუტაძე ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

პროკურატურა მას ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ 8 499 334 ლარი შეადგინა.

მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2021 წლიდან მუშაობდა, უკვე 2022 წლიდან კი მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. 2024 წელს როგორც მაშინდელი მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, მან საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მიქაუტაძეს ენერგეტიკის სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) - დირექტორი, ასევე "საქრუსენერგოს" ჯერ გენერალური დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები