მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რატომ არ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა?"

5be910c686abc
მაია ბიწაძე
12.11.18 09:42
1108
, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკა არ ვითარდება, ინფრასტრუქტურული პროექტების ძალიან ნელი ტემპებით კეთებაა“ - ამის შესახებ Bm.ge-ს ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელმა, HUB Georgia-ს ექსპერტმა, პატა ცაგარეიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით ამის მრავალი მაგალითი არსებობს, თუნდაც ლოგისტრიკური ცენტრების მშენებლობის პროექტი, რომლის განხორციელებაც ვადებში ძალიან გახანგრძლივდა, ასევე ბათუმის ნავსადგურში დაანონსებული მინერალური სასუქების ტერმინალის მოწყობა და ა.შ. როგორც ექსპერტი ამბობს, ასეთი ტერმინალის მშენებლობა საქართველოს ძალიან წაადგებოდა, რადგან მინერალური სასუქებზე მსოფლიოში მოთხოვნა მაღალია. საჭიროა ეს პროექტი მანამდე განხორციელდეს, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნები გააკეთებენ ამას.


,, 2018 წლის მარტში, ბათუმის ნავსადგურში დაანონსებული იყო, მინერალური სასუქების განკუთვნილი სატერმინალო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ცერემონიაში დღევანდელი პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძეც იღებდა მონაწილეობას.


მინერალურ სასუქებზე მსოფლიში და ევროპაში მოთხოვნა მაღალია, 2016 წლის მონაცემებით, მხოლოდ, ბალტიის - ლიეპაიას, ვენცპილსის, რიგის და ტალინის ნავსადგურებმა ჯამურად 5.7 მლნ ტონა გადაამუშა. კლაიპედის ნავსადგურში დამატებით 12.5 მლნ ტონა მინერალური სასუქი გადამუშავდა. ბუნებრივია, მინერალური სასუქის მოცულობების ზრდა ბალტიის ნავსადგურებში, მათ სარკინიგზო გადაზიდვებზე დადებითად აისახა.

პარალელურად, ბალტიის ქვეყნებმა, რუსეთის მიერ ნავთობის რუსეთის ნავსადგურებში გადამისამართების კვალდაკვალ, უზრუნველყვეს მინერალური სასუქების და სხვა მშრალი ტვირთების ხარჯზე, დაკარგული ტვირთნაკადი ჩაენაცვლებინათ. ამით ბალტიის ქვეყნებზე გამავალმა დერეფნებმა ტვირთნაკადი შეინარჩუნეს.


სადღეისოდ, ევრააზიულ სივრცეში ახლებურად მიმდინარეობს ტვირთნაკადების გადანაწილების პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ თუ ცალკეული ტვირთნაკადის მოზიდვას უზრუნველყოფს კერძო ბიზნესი დ მთავრობა ხელს შეუწყობს მას, კერძოდ შეუქმნის სათანადო პირობების ერთობლიობას - პირველ რიგში, გამართული სატერმინალო ინფრასტრუქტურას, მაშინ ის დერეფანი შეძლებს ნებისმიერი ტვირთის მოზიდვას და დამაგრებას მის გასწვრივ.


ამიტომაც, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია კონკრეტული ტვირთების მოსაზიდად, ის აღმოჩნდეს ინიციატორი, ამა თუ იმ სატერმინალო ქსელების მოწყობისას.


რაც შეეხება, ბათუმში, 2018 წელს მარტში დაანონსებულ პროექტს - ის არც დაწყებულა - აი რატომ დგას საქართველოს ეკონომიკა ერთ ადგილზე და რატომ მცირდება ყოველწლიურად საქართველოზე გამავალი დერეფნით ტვირთნაკადები” - აცხადებს ექსპერტი.


შეგახსენებთ, რომ როგორც დაანონსებული იყო, ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა ბათუმის საზღვაო ნავსადგურს და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიას „Wondernet Exspress” უნდა განეხორციელებინა. ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნებოდა განკუთვნილი. „ვონდერნეტ ექსპრესი“ ტერმინალის ასაშენებლად ბათუმის პორტში 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.

სატრანზიტო ტერმინალის დიზაინი ყველანაირ კლიმატურ პირობებზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. საწყის ეტაპზე ტერმინალის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქების გადამუშავების საშუალებას ითვალისწინებდა.

პროექტი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით უნდა განხორციელებულიყო.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები