მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ვრცელდება შეზღუდვები სილამაზის სალონებზე? - ამირან გამყრელიძის განმარტება

5fbf9d2634c6c
ვიქტორია მღებრიშვილი
26.11.20 16:17
1648
საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით შეზღუდვები არ ვრცელდება სილამაზის სალონებზე და ისინი საქმიანობას რეკომენდაციების დაცვით გააგრძელებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განმარტავს, თუ რატომ არ გავრცელდა შეზღუდვები სილამაზის სალონებზე და აცხადებს, რომ „რისკი ყველგან არის, მაგრამ ფასდება ე.წ. შედარებითი რისკი“.

მისი თქმით, სილამაზის სალონების დახურვით ვირუსის გავრცელება შესაძლოა უფრო მასშტაბური ყოფილიყო.

„როდესაც შეფასდა შედარებითი რისკი, აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონების უმრავლესობაში კარგად იცავენ პრევენციულ ღონისძიებებს. მეორე რისკია ის, რომ სილამაზის სალონების დაკეტვის შემთხვევაში, სტილისტები ივლიდნენ შემდეგ სახლებში და შესაძლებელია უფრო მეტი იყოს გავრცელების რისკი. ამ რისკის შეფასების გათვალისწინებით საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩაითვალა, რომ ამ ტიპის მიდგომა ყოფილიყო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები