მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის D ვიტამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სხვადასხვა მდგომარეობის დროს

Dვიტამინი
11.06.25 17:33
127

D ვიტამინის მიღება მხოლოდ ბუნებრივი საკვები წყაროებიდან ხშირად რთულია. ზოგისთვის D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება და მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა აუცილებელია ორგანიზმში D ვიტამინის საკმარისი ოდენობის შესანარჩუნებლად, თუმცა არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ბუნებრივი წყაროები არ იყოს საკმარისი და საკვები დანამატის სახით დასჭირდეთ ვიტამინის მიღება.

მაგალითად ასეთ რისკ-ჯგუფში შედიან: ჩვილები, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, ხანდაზმული ადამიანები, მუქი კანის მქონე ადამიანები, ისინი ვინც ნაკლებ დროს ატარებენ მზეზე, ასევე ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვთ ცხიმის ათვისება, ასევე ჭარბი წონის ადამიანები ან ისინი, ვისაც კუჭზე ოპერაცია აქვს გაკეთებული.

რისკ-ჯგუფების გარდა, საინტერესოა კონკრეტული ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ რა ურთიერთკავშირი შეიძლება არსებობდეს D ვიტამინის დონესა და სპეციფიკურ ავადობებს შორის, რას იკვლევენ და რა შედეგებია.

ძვლების ჯანმრთელობა და ოსტეოპოროზი

ძვლების ფორმა მუდმივად იცვლება. საყურადღებოა ხანდაზმული ასაკი, როდესაც ძვლის სიმკვრივე შესაძლოა შემცირდეს და თანდათან ოსტეოპოროზი განვითარდეს. ოსტეოპოროზი ნაწილობრივ არის კალციუმისა და / ან D ვიტამინის უკმარისობის გახანგრძლივებული შედეგი, განსხვავებით რაქიტისა და ოსტეომალაციისგან (ძვლების დარბილება), რომლებიც D ვიტამინის დეფიციტით არის გამოწვეული.

ყველა ზრდასრულმა უნდა მიიღოს კალციუმისა და D ვიტამინის რეკომენდებული რაოდენობა საკვებიდან და საჭიროების შემთხვევაში დანამატებიდან. ხანდაზმულმა კაცებმა და ქალებმა კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმებთან, რათა დადგინდეს საჭიროება ორივე ელემენტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ოსტეოპოროზის პრევენციისთვის.

კიბო

ჯერ კიდევ პროცესშია კვლევები და ხელმისაწვდომია შერეული მტკიცებულებები იმის შესახებ ახდენს თუ არა გავლენას D ვიტამინის მიღება ან შრატის დონე კიბოს სიხშირეზე, პროგრესირებასა და სიკვდილიანობის რისკზე. ლაბორატორიულმა და ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინს შეუძლია კანცეროგენეზის შეფერხება და სიმსივნის პროგრესირების შენელება, მაგალითად უჯრედების დიფერენციაციის ხელშეწყობითა და მეტასტაზების დათრგუნვით.

D ვიტამინს ასევე შეიძლება ჰქონდეს ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულატორული, პროაპოპტოზური და ანტიანგიოგენური ეფექტი. კიბოსა და D ვიტამინის ურთიერთქმედებას კვლავ სწავლობენ. ამიტომ შედეგები და მონაცემები განახლებადია.

დეპრესია

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც დეპრესია აქვს, ასევე დ ვიტამინის ნაკლებობაა აქვს სისხლში. მაგალითად, კვლევების მიხედვით, D ვიტამინის დეფიციტი ორსულობის პერიოდში დაკავშირებულია პოსტსამშოაბიარო დეპრესიასთან.

მსგავსად მკვლევრებმა აღმოაჩინეს შესაძლო კავშირი დეპრესიასა და D ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანებში, რომელთაც აქვთ პოდაგრა, ზურგის ტვინის ქრონიკული დაზიანებამ ინსულტი, ან გაფანტული სკლეროზი. ზოგმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადამიანებს ხშირად დეპრესიის სიმპტომები უმსუბუქდებათ, როდესაც D ვიტამინის მიღებას იწყებს. თუმცა, პოტენციური სარგებელი და ურთიერთკავშირის კვლევა არც ამ შემთხვევაში არის ნაკვლევი.

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ჩივილის მკურნალობა თვითნებურად არ შეიძლება. მნიშვნელოვანია გამოკვლევების ჩატარება და კონსულტაციის გავლა ექიმთან. წამლების შემთხვევაშიც ექიმის დანიშნულებას უნდა მიჰყვეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები