მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსური გამჭვირვალობის კონკურსი?

BM.GE
25.11.20 09:43
1211
მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით (RSF) აცხადებს გაფართოებულ ყოველწლიურ კონკურსს ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად წელს მეორედ ატარებს. გასულ წელს სანიმუშო ანგარიშგების და გამჭვირვალე პრაქტიკის მქონე, საფონდო ბირჟის ლისტინგში შემავალი ქართული კომპანიების გამორჩევა და დაჯილდოვება იყო. კონკურსი წელს კიდევ უფრო გაფართოვებული მასშტაბით ტარდება და კიდევ უფრო მეტ კომპანიას აქვს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა.

წლევანდელ კონკურსში ახალი ჯილდოც არის წარმოადგენილი - კომპანიების წლიურ ანგარიშებში შემავალი საუკეთესო ინტეგრირებული ანგარიშგებისთვის. ინტეგრირებული ანგარიშგება წარმოადგენს მოკლე კომუნიკაციას იმის შესახებ თუ როგორ განაპირობებს ორგანიზაციის სტრატეგია, მართვა, ეფექტიანობა და პერსპექტივები ღირებულების შექმნას მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. მსოფლიოს ბევრი წამყვანი კომპანია აქვეყნებს ინტეგრირებულ ანგარიშებს, რომლებშიც აღნიშნულია ანგარიშგების მიმართულებით არსებული ძირითადი ინოვაციები.

სტუმარი: ტარიელ გვალია - დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება, გამგეობის წევრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები