მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის მნიშვნელოვანი მონაცემთა ანალიზის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ®

620ba6cde50ae
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.22 17:13
1701
ბიზნეს სამყაროში კომპანიების ციფრული ტრანსფორმაცია არის თამაშის წესების შემცვლელი გარემოება, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბიზნესის კეთების გამოცდილებას. შესაბამისად, კომპანიები ცდილობენ დააჩქარონ ტრანსფორამციის პროცესი, რაც თავის მხრივ ზრდის მოთხოვნას მონაცემთა ანალიტიკაზე.

რამდენადაც ტექნოლოგიების როლი მრავალმხრივი ხდება ყველა სექტორში, ის წარმოქმნის ინფორმაციის უზარმაზარ რაოდენობას, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ ინფორმაციის იმგვარი დამუშავება, რომ მოხდეს სწორი მიგნებების იდენტიფიცირება.

იცოდით თუ არა, რომ მონაცემების 80-90%, რომელიც დღეს გენერირდება, არის არასტრუქტურიზებული (წყარო: CIO).

მონაცემების 80-90%, რომელიც დღეს გენერირდება, არასტრუქტურირებულია (წყარო CIO), მის დასამუშავებლად, სტრუქტურიზებული ფორმის მისაცემად და შესაბამისი მიგნებების გასაკეთებლად კი მონაცემთა ანალიტიკას აქვს უდიდესი როლი. მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 95% მათი ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს არასტრუქტურირებულ მონაცემებს.

მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის იზრდება მონაცემთა ანალიზის სისტემებისა და შესაბამისი პროცესების დანერგვის როლი, და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია უფრო და უფრო აქტუალური გახდება. სიმართლე ის არის, რომ თუ თქვენი ბიზნესი არ მიჰყვება ამ ტენდენციებს, მაშინ თქვენ უბრალოდ კონკურენტუუნარო ხართ იმ ბიზნესის მიმართ, რომლებიც ამ ტენდენციებს მიჰყვებიან. ბოლო პერიოდში მონაცმეთა ანალიტიკა გახდა ყველა სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილების ქვაკუთხედი.

დღევანდელმა მეწარმეებმა უნდა იცოდნენ, რა სურთ მათ მომხმარებელს სწორი გადაწყვეტილებების მიღებამდე. მაგალითად: თუ საცალოდ მოვაჭრე მაღაზიები არ განათავსებენ სწორ პროდუქტს თაროებზე, მაშინ მათი გაყიდვების დონე შემცირდება. თუ პროდუქტის ან მომსახურების ონლაინ მომწოდებლები საზოგადოებას არ შესთავაზებენ სწორ სერვისებს, მაშინ ისინი დაკარგავენ მომხმარებელს. თუ რესტორნები და კაფეები არ შესთავაზებენ მომხმარებელს მათზე მორგებულ სერვისებს და პროდუქტებს, მაშინ ისინი ლოიალური მომხმარებლის გარეშე დარჩებიან. ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადადგმისას დარწმუნდით, რომ თქვენ ყიდით სწორ პროდუქტებს სწორ მომხმარებელზე.

ამ პროცესში, სწორედ აქედანვე ერთვება ბიზნეს ანალიტიკა. ის გვაწვდის საჭირო ინფორმაციას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ბიზნესი მომხმარებლებს სთავაზობს სწორ პროდუქტებსა და მომსახურებას. ანალიზის ეს პროცესი პირობითად დაყოფილია შემდეგ 4 მეთოდად:

1. სეგმენტაცია: კატეგორიებად კლასიფიცირებული ინფორმაცია სამიზნე მომხმარებლის შესახებ - დემოგრაფიის, ქცევისა და დამოკიდებულებების მიხედვით. შედეგად კი ვიღებთ კონკრეტულ პროდუქტებს ან სერვისებს, რომლებიც მორგებულია ამ სეგმენტებზე.

2. პროგნოზირება: სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირება საშუალებას აძლევს ბიზნესს წინასწარ შეაფასონ მოთხოვნა პროდუქტზე ან სერვისზე.

3. ფასი: ეს არის სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების ანალიზით დადგენილი ღირებულება, რის მიხედვითაც ირკვევა რამდენად სურს სამიზნე ბაზარს გადაიხადოს კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურებისთვის განსაზღვრეული ფასი.

4. მომხმარებელთა კმაყოფილება: მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ყველა ტიპის ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ ბიზნესმა უნდა შეაგროვოს მომხმარებლის უკუკავშირი, გააკეთოს მისი ანალიზი და იმოქმედოს მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

იცოდით თუ არა, რომ კომპანიებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს პროცესებში იყენებენ მონაცემთა ანალიტიკას, 23-ჯერ მეტი შანსი აქვთ მოიზიდონ ახალი მომხმარებლები, ვიდრე ბიზნესებს, რომლებიც ამას არ აკეთებენ (წყარო: McKinsey).

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც კომპანიებმა უნდა გამოიყენონ მონაცემთა ანალიტიკის სისტემები უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად, არის შეგროვებული მონაცემების დიდი რაოდენობით არსებობა, რაც უკავშირდება მონაცემთა არაეფექტიანად დამუშავების და არასწორი მიგნებების გაკეთების რისკს, შიდა პროცესების დასაგეგმად. ბიზნესს ყოველდღიურად უწევს უამრავი, არასტრუქტურული ინფორმაციის შეგროვება, რაც კიდევ უფრო ზრდის აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას. ამის გათვალისწინებით, მონაცემთა ანალიტიკის სწორი სტრატეგიის დანერგვა ამცირებს რისკებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

მონაცემთა ანალიტიკა, გარდა შიდა პროცესების ეფექტურად მართვისა, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას, რადგან ბიზნესებს აქვთ წვდომა ყველა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს მსგავსი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებლიანობას. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონაცემთა შეგროვებას, მათ დამუშავებასა და სწორ ინტერპრეტაციას.

კომპანიებს, რომლებსაც აქვთ რისკის გაზომვის საბაზისო სტანდარტი, აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ ზუსტი რიცხვები გადაწყვეტილების მიღების და შესაძლო შედეგების მოდელირების პროცესში. მარტივად რომ ვთქვათ, მათ შეუძლიათ გარკვეული სცენარების პროგნოზირება და წინასწარ დაგეგმვა.

მონაცემთა ანალიზის სისტემების არქონა შეიძლება გახდეს ბიზნესის განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორი, ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ სისტემების გაუმჯობესებისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა შეეძლოს ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ეს უზრუნველყოფს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას.

Forbes-ის მიხედვით, 2010-დან 2020 წლამდე მონაცემთა ურთიერთქმედება 5,000 %-ით გაიზარდა. IBM-ის კვლევის მიხედვით, 2020 წელს ერთი ადამიანი საშუალოდ 1.7 მეგაბაიტ ინფორმაციას ქმნიდა წამში, და ეს მონაცემი ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება დაგროვილი ინფორმაციის კონტროლი და მისი სწორი მართვა.

მონაცემთა ანალიტიკა ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილებები, რაც ზრდის ბიზნესის პროდუქტიულობას და აუმჯობესებს ოპერაციების ეფექტიანობას. ის უზრუნველყოფს ბაზარზე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესი უნდა იყოს ორიენტირებული მონაცემთა ანალიტიკაზე, რადგან მონაცემები დღევანდელ ბაზარზე სტრატეგიული და ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ეს საშუალებას აძლევს ბიზნესს შეინარჩუნოს კონკურენტული უპირატესობა, მოიპოვოს მომხმარებელთა კმაყოფილება, მიიღოს დროული, ეფექტიანი და განვითარებაზე ორიენტირებული, სტრატეგიული გადაწყვეტილებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები