მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აუქმებს მთავარობა EIB-თან 100 მილიონიან სასესხო ხელშეკრულებას?

5c17bd9664188
თამუნა დემეტრაშვილი
17.12.18 19:45
606
საქართველოს მთავრობა ევროპის საინვესტიციო ბანკთან(EIB) 2016 წელს 100 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას აუქმებს - მიზეზი, პრიორიტეტების შეცვლაა.

ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული ფული, სოფლის მეურნეობის სფეროში პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/ რეალიზაციის ჯაჭვების შექმნის პროექტებზე, კომერციული ბანკების გავლით უნდა დახარჯულიყო.

ბანკებს პროექტები სესხის სახით უნდა დაეფინანსებინათ, თუმცა მთავრობამ ჩათვალა, რომ ამ გამოწვევებს კერძო სექტორი უკვე უმკლავდება და საფინანსო სექტორიდან შესაბამისი პროექტების დაფინანსებაც გაზრდილია, ამიტომაც ხელშეკრულების პირობების ჩანაცვლებას გეგმავს.

ხელისუფლების ახალი პრიორიტეტი საირიგაციო წყალსაცავების მშენებლობა და სარწყავი სისტემების მოდერნიზაცია-რეაბილიტაციაა.

სასესხო ხელშეკრულების პირობების შეცვლისთვის ფინანსთა სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკთან(EIB) მოლაპარაკებს აწარმოებს.

რაც შეეხება უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებას, მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისი დოკუმენტი კი, სარატიფიკაციოდ მთავრობამ პარლამენტში წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები