გლობალური ბიზნესგარემო სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, კრიზისების სამართავად კი ძველი მიდგომები უკვე აღარ მუშაობს. ინფლაციის, კიბერსაფრთხეებისა და სავაჭრო ომების პირისპირ დარჩენილი კომპანიების ხელმძღვანელები იძულებულნი არიან, გამოსავალი სრულიად ახალ სივრცეში ეძებონ. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით ათასობით წარმატებული აღმასრულებელი დირექტორი უნივერსიტეტს უბრუნდება, რამაც ბაზარზე ამ მიმართულებით მოთხოვნა რეკორდულად გაზარდა. რატომ სჭირდებათ გამოცდილ ლიდერებს ხელახლა სწავლა და როგორ აორმაგებენ ისინი საკუთარ ფასს საერთაშორისო ბაზარზე?






























