რატომ ჩამორჩება საკრედიტო-საგარანტიო სქემა ბიუჯეტის გეგმას?
BM.GE
03.11.21 19:08
• 436
სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” პროგრამის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, 2020 წლიდან დღემდე საბანკო გარანტიით 234-მა კომპანიამ ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-მ სააგენტოდან გამოითხოვა. როგორც იცით, ეს მექანიზმი გულისხმობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. სწორედ ამიტომ პროგრამაში სახელმწიფო ფინანსური გარანტიით იღებს მონაწილეობას.