დაპირების მიუხედავად, საყოველთაო ჯანდაცვა ისევ თანაგადახდის კომპონენტის გარეშეა. პაციენტს ისევ ან სახელმწიფოს დაფინანსებული სერვისის მიღება ან სასურველი სერვისის მისაღებად სისტემის დატოვება უწევს. კლინიკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანაგადახდის კრიტერიუმებზე საბოლოო შეჯერება ამ დრომდე ვერ მოხერხდა . როგორც ირკვევა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დამხმარე საშუალებების გარდა, პაციენტებისთვის თანაგადახდის პრინციპის გაჩენა სხვა მიმართულებებზეც განიხილება.