მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა - სასწავლო დანაკარგები;

საქართველოს მთავრობის „ანგარიში 2023“ -ის მიხედვით, ქვეყანაში 1 მილიარდი ლარის ღირებულების 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი 2022-2026 წლებში განხორციელდება და ჯამში 80 სკოლა აშენდება, 720-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის დასრულების შემდეგ თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2009-2012 წლის შუალედში სააგენტოს მიერ 16 ახალი სკოლის მშენებლობა განხორციელდა, ხოლო რეაბილიტაცია 900-მდე საჯარო სკოლას ჩაუტარდა. რაც შეეხება 2013-2021წწ პერიოდს, ამ დროის განმავლობაში სააგენტოს მიერ 57 ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ამავე პერიოდში 140-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. ონლაინპლატფორმა „ფაქტმეტრის“ ინფორმაციით, პროგრამის ხანგრძლივობის წელიწადნახევრიან პერიოდში, მხოლოდ 2 სკოლის მშენებლობა იყო დასრულებული. 2023 წლის ბოლოს 7 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობდა, 52 სკოლა კი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზე იყო, რისთვისაც განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდი ამ დროისთვის უკვე ამოწურულია.

„ფაქტმეტრი“ ასევე წერს, რომ სკოლების სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ხანგრძლივობა 2 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილი სკოლების აშენებას, უკეთეს შემთხვევაში, სულ მცირე ორწელიწად-ნახევარი დასჭირდება. როგორც ირკვევა, სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის მიზეზით, საქართველოში ამ ეტაპზე თავიანთი უბნის სკოლის გარეშე დარჩენილია 21 203 მოსწავლე, რომლებიც სხვა სკოლებში არიან გადანაწილებული, მათ მეორე და არცთუ იშვიათად მესამე ცვლაში უწევთ სწავლა, გაკვეთილების ხანგრძლივობა კი 35წთ-ია. დანგრეული სკოლების წლობით დროში გაჭიანურება განსაკუთრებით მწვავეა ნაძალადევის რაიონისთვის. მაგ. 11-ე სკოლისთვის პროცესი 4 წელია გაჭიანურებულია, მის გარდა ნაძალადევის რაიონში კიდევ 4 სკოლაა, რომლის დემონტაჟიც უკვე რამდენიმე წელია განხორციელებულია, თუმცა მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა და უფრო მეტიც, მათი აშენების საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია.

სტუმრები: შალვა ტაბატაძე - განათლების მკვლევარი;

ნიკა ჩერქეზიშვილი “ლელოს” წევრი, მშობელი;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები