ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck-ის მიერ ბრიტანული Verona Pharma-ს შესყიდვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. აღსანიშნავია, რომ Merck-ი კონკურენტ კომპანიას თითო აქციისთვის არსებულ ფასზე 23%-ით მეტს გადაუხდის. ჯამურად, დადებული გარიგების მოცულობა $10 მილიარდი დოლარი იქნება. 2023 წლის შემდეგ ეს Merck-ის ყველაზე დიდი შენაძენია.
აღსანიშნავია, რომ სიმსივნეზე მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წამლის, Keytruda-ს წარმოების ექსკლუზიური ლიცენზია ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიას 2028 წლამდე აქვს. Verona-ს მსგავსი კომპანიების შეძენის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ კონკურენციის შემცირებაა.
თავად ბრიტანული Verona Pharma ფილტვის ქრონიკული დაავადებებისთვის ჩასასუნთქ პრეპარატს Ohtuvayre-ს აწარმოებდა და შემოსავლის 96%-ს სწორედ ამით იღებდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან დღემდე შტატებში ამ პრეპარატის 25,000 რეცეპტი გაიყიდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, Verona Pharma-ს სრულად შეძენით Merck-ის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება და 2030 წლისთვის მხოლოდ Ohtuvayre-ის პრეპარატით კომპანია წლიურად $4 მილიარდი დოლარის მოგებას ნახავს.




























