მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ და რის ხარჯზე იზრდება საქართველოს მშპ?

რატომ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა ასეთი ვეებერთელა ციფრით, თან თებერვალში და რასთან გვაქვს საქმე, რით შეიძლება გამყარდეს ეს არაჩვეულებრივი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ეკონომიკას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ქვეყნად წარმოაჩენს? ამის ახსნა შეიძლება ორი მომენტით: პირველი უკავშირდება ემოციასა და ნდობას, ანუ როგორც ხშირად გაგვიგია ბიზნესის განწყობები, ანუ მოლოდინები და მისი მართვა. საქართველო სტაბილურობას ამ კუთხითაც ინარჩუნებს, და მიუხედავად, ე.წ მიგრანტების ეფექტის მილევისა, ანუ საუბარია, რუსეთიდან გადმოხვეწილი მიგრანტების გარკვეული ნაწილის რეკოლაციაზე ანუ გადაადგილებაზე და საქართველოს დატოვებაზე, ბაზისური პარამეტრები მაინც მწყობრშია.