რატომ დააჯარიმა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერი. სებ-მა BMG-ს განუმარტა, რომ სანქციების მიზეზი ფულის გათეთრების ფაქტი კი არა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა ან დაგვიანებით წარდგენა იყო.
ამ საკითხს გუშინვე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების ასოციაცია FITA გამოეხმაურა. ასოციაციის განცხადებით, მედიაში გავრცელებულმა ინტერპრეტაციებმა მცდარი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს კომპანიებმა ფულის გათეთრების მიმართულებით მძიმე დარღვევები ჩაიდინეს. FITA განმარტავს, რომ საქმე მხოლოდ პროცედურულ ხარვეზს ეხება, კომპანიების ნაწილმა მარეგულირებლის მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში ვერ უპასუხა, რის გამოც 3 000-დან 6 000 ლარამდე ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრა.
სტუმრები: გვანცა მეუნარგია - ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციის დირექტორი;
ნიკოლოზ კანდელაკი - საკონსულტაციო კომპანია Clarsen -ის დამფუძნებელი და დირექტორი


































