მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაამატეს თანხები მეტრო „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტში?

61aa0b6d8e03d
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.21 17:20
1755
მეტროსადგურ გოცირიძის პროექტის ღირებულება 4.7 მლნ ლარია - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, პროექტთან დაკავშირებით კონტრაქტი პირველ ეტაპზე სხვა კომპანიასთან გაფორმდა, რომელმაც ფინანსურის სირთულეების გამო აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, ამიტომ სატრანსპორტო კომპანიამ გოცირიძის მეტროსადგურის რეაბილიტაცია სხვა კომპანიას მიანდო. შესაბამისად, ეს მეორე ხელშეკრულებაა, რომელიც ერთი მხრივ, ითვალისწინებს პირველი ხელშეკრულების ნაწილის შესრულებას, ამასთან დაემატა რიგი სამუშაოებისა, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილ პრობლემესაც მოიცავს.

„სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულდეს. შეფერხების ძირითადი ნაწილი ის იყო, რომ ბაქანი გახდა გამოსაცვლელი და დემონტაჟის დროს ეს ახალი გარემოება აღმოჩნდა. ამიტომ შეიქმნა შეფერხება. რაც შეეხება წინა კონტრაქტორს, როგორც ჩანს, მას ჰქონდა ფინანსური პრობლემები და აქედან გამომდინარე ვერ შეასრულა ის ვალდებულებები, რაც ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი.

გარდა ამისა მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად ახალი პრობლემა გამოიკვეთა, რომლის მიხედვითაც, ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და სრულად უნდა გამოცვლილიყო, მოეწყობა ახალი კონსტრუქციები. 7 თვის თავზე გვექნება სრულად ადაპტირებული მეტროსადგური მათ შორის შშმ პირებზე, ლიფტებით იქნება მოწყობილი.

ამ ხელშეკრულების ღირებულება 4.7 მლნ ლარია და აქ არა გაძვირებაზე, არამედ დამატებით პროექტზეა საუბარი“, - განმარტა შარკოვმა.

ცნობისთვის, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პირველი პროექტის ღირებულება 3.5 მლნ ლარი იყო. სარემონტო სამუშაოები სადგურზე მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და როგორც მაშინ დედაქალაქის მერი განმარტავდა, მეტროსადგური მოქალაქეებს მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები