რეპეტიტორობის ინსტიტუტი ცუდი პრაქტიკა არ არის და განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს, უბრალოდ ჩვენთან მან სამწუხაროდ, ცოტა სხვა დანიშნულება შეიძინა“, - განათლების და მეცნიერების მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით გამოწვევა ქვეყანაში არის, თუმცა არ ეთანხმება მოსაზრებას რომ რეპეტიტორის გარეშე აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებს ვერ დაძლევს. „ჩვენი მთავარი დასაფიქრებელი და ამოცანა არის რატომ არის საზომი და ამოცანა ბავშვისთვის ეროვნული გამოცდების ჩაბარება- ამბობს მინისტრი. რა უჯდებათ მოქალაქეებს რეპეტიტორების მომსახურება, რატომ ვერ აძლევს სკოლა მოსწავლეს მაღალი ხარისხის განათლებას და არის თუ არა საკმარისი მინისტრის დაანონსებული ცვლილებები არსებული სურათის შესაცვლელად.