Tv Pirveli-ს დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი საქალაქო სასმაართლოში გამოკითხვაზე მივიდა. ვახტანგ წერეთელს მოწმის სახით თიბისი ჯგუფის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე დაკითხავენ, რომელიც 11 წლის წინ ფულის გათეთრების საქმეს ეხება.
როგორც გამოკითხვის დაწყებამდე საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განმარტა, ვინაიდან იმ პერიოდში ვახტანგ წერეთელი წარმოადგენდა კომპანიების “სამგორი მ”-სა და “სამგორი ტრეიდის” წილების მფლობელს, ამის გამო არსებობს მასთან შეკითხვები.
კითხვაზე, რატომ არ მოხდა აქამდე მისი დაკითხვა, რადგანაც გამოძიება 7 თვეა მიმდინარეობს, პროკურორი პასუხობს:
“გამოძიება არის განგრძობადი პროცესი, მტკიცებულებების მოპოვება ხდება ეტაპობრივად და როცა მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ დაკითხულიყო ვახტანგ წერეთელი, სწორედ მაშინ მივმართეთ მას დაკითხვაზე.
მას შემდეგ, რაც შევაფასეთ მოპოვებული მტკიცებულებები და განავაანალიზეთ, თუ ვისი დაკითხვა იქნებოდა საჭირო, დავდექით ამ აუცილებლობაზე”,- აცხადებს საქმის პროკურორი.

























