მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ დაინახა სებ-მა იპოთეკური სესხების გაცემის გამარტივების საჭიროება?-გვენეტაძის პასუხი

5d1b5070a6202
ელენე გოგბერაშვილი
02.07.19 16:50
825
იპოთეკური სესხების აღება ლარში გამარტივდება. საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, ლარში იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20% -იანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდულებით შეაფასებენ.

საბანკო სისტემას შესაძლებლობა აქვს ახალ ეტაპზე გადავიდეს და უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს მსესხებლის შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასება და ასევე განახლებული ჯანსაღი იპოთეკური პროდუტქები შესთავაზონ მომხმარებლებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებებს არ საჭიროებს.

გვენეტაძე ამბობს, რომ მათ საბანკო სექტორისგან დაინახეს არგუმენტები, რომლის შესაბამისად ცენტრალუი ბანკი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ ააგონ ისეთი მოდელი, რომლითაც კარგად შეაფასებენ მსესხებელი გადახდისუნარიანობას, გადახდის უნარის მქონე მსესხებლებს კი თავის მხრივ არ შეეზღუდებათ წვდომა ფინანსებზე.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არ არის დებულება, რომელიც ზღუდავს ფინანსურ ორგანიზაციებს. ამ დებულების მეექვესე მუხლის მიხედვით, ზუსტად უნდა შეაფასოს შიდა პროცედურებით ფინანსურმა ორგანიზაციამ ის, თუ რამდენად შეძლებს მსესხებელი გადახდას.

ჩვენ ამაში თავისუფალი არეალი მივეცით საფინანსო ორგანიზაციებს, რადგან მათ აქვთ ზუსტად კონტაქტი კლიენტებთან და დავუშვით, რომ შეიძლება არსებობდეს მოდელები, რომლითაც შესაძლებელია, რომ მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეაფასონ და ზუსტად ამაზეა საუბარი, რადგან მათ გვაჩვენეს არგუმენტები, რომელთა დაყრდნობითაც ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მათ ააგონ ისეთი მოდელი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რომ კარგად შეაფასონ გადახდისუნარიანობა მსესხებლის. ჩვენ არ გვინდა არცერთ ადამიანს, რომელსაც გადახდის უნარი აქვს, არ ჰქონდეს შეზღუდული სესხის აღება.

ამ მოდელზე უკვე მუშაობენ ბანკები. ჩვენც გვაჩვენებენ ამ მოდელს და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ კარგი საშუალება იქნება იმის, რომ მოხდეს ახალი პროდუქტების შემოღება, რომელიც აბსოლუტურად შესაბამისობაში იქნება იმ დებულებასთან, რომელიც ეხება ფიზიკური პირების დაფინანსებას“-აცხადებს კობა გვენეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები