"ამაზე ჩვენ კვლევა დავიწყეთ, ვიდრე არ დავასრულებთ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენ დაგვიბრუნდა საქმე ხელახლა განსახილველად. ჩვენ დავიწყეთ ივნისში ზოგიერთ საქმეზე მოკვლევა და ახლა დასრულდა ბოლო სასამართლო პროცესი. გავაერთიანებთ ამ დოკუმენტაციას და ხელახლა შევისწავლით. ჩვენ უკვე დავუგზავნეთ შესაბამისი წერილები როგორც სახელწმიფო ხელისუფლების ორგანოებს, ისე ბიზნეს კომპანიებს",-განმარტავს ნოდარ ხადური.
კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაიწყო. კონკურენციის სააგენტომ ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა 2015 წელს დაასრულა და კომპანიები და ეკონიმიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა.

























